ორსულობის კვირები

ორსულობის კალენდარი კვირების მიხედვით
დეტალური ინფორმაცია ემბრიონის განვითარების და თქვენ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ

თავის მოვლა ორსულობის პერიოდში

რჩევები თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

ბავშვის განვითარება

სასარგებლო ინფორმაცია თქვენი პატარას გავითარებისათვის და ორსულობის შემდეგ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

                                                                                                                                                                 ორსულობა

                                          თუ თქვენ ჩვენს საიტზე მოხვდით, პირველ რიგში გვინდა მოგილოცოთ! თქვენ მალე დედა გახდებით!

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო, ლამაზი და ამასთანავე მძიმე პერიოდია. ჩვენ ვეცდებით მოგიყვეთ ყველაფერი ორსულობის შეახებ, რათა თქვენ ინფორმირებულად და დაცულად იგრძნოთ თავი. ვიმედოვნებ შევძლებთ რომ დაგეხმაროთ თქვენი ორსულობის მშვიდად წარმართვაში, რათა შემდგომში მშობიარობამ წარმატებით ჩაიაროს.
ორსულობა ტიპიურად 40 კვირა გრძელდება და იყოფა სამ ტრიმესტრად. ამ დროის განმავლობაში იცვლება თქვენი სხეული, ემოციები და მთლიანად ცხოვრების წესი. პირველი ყველაზე ადვილად შესამჩნევი სიმპტომი არის თქვენი მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა. საწყის ეტაპზე თქვენ ასევე შეიძლება შეამჩნიოთ ორსულობის შემდეგი ნიშნები:

მკერდის ზომების ცვლილებები
დაღლილობა
გულისრევა
ხასიათის ცვლილებები.

ზოგიერთ შემთხვევაში ტესტი დადებითია, მაგრამ ტიპიური სიმპტომები არ შეიმჩნევა. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ:

გულძმარვა
ძილის პრობლემები
მუხლების ან თითების შესიება
ჰემოროიდალური კვანძების გადიდება (ბუასილი)

 ამ სიმპტომების უმეტესობამ შესაძლოა თავი იჩინოს ორსულობის ბოლო ეტაპზეც.
37 კვირის შემდეგ ნაყოფი სრულად არის ჩამოყალიბებული და ორგანოები მზად არიან გამართული ფუნქციონირებისათვის. ამ დროს ხშირად ისიც ემზადება მშობიარობისთვის, იცვლის პოზიციას და ბრუნდება თავით საშვილოსნოს ყელისაკენ. ძირითადად ჯანმრთელი ჩვილის წონა მერყეობს 2.7კგ-დან 4.1კგ შუალედში, ხოლო მისი სიმაღლე 47სმ-დან 52-სმ-მდე.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი

მოიცავს პერიოდს 1-დან მე-12 კვირამდე და მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში. წყდება მენსტრუალური ციკლი და ფეხმძიმობით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებები ზეგავლენას ახდენს თქვენი სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე.

ეს ცვლილებები შეიძლება დაიწყოს პირველივე კვირებში და გამოიხატოს შემდეგ სიმპტომებში:

ძლიერი დაღლილობა
მკერდის შესიება
კუჭის აშლილობა
ხშირი შარდვა
თავის ტკივილი
გულძმარვა
წონიაში კლება ან მომატება

ამ ცვლილებებთან ერთად სავარაუდოდ მოგიწევთ დაიწყოთ თქვენი ცხოვრების წესის შეცვლაც: დაწვეთ დასაძინებლად ჩვეულ დროზე ადრე, მიირთვათ ხშირად და პატარა ულუფებით, ერიდოთ გადატვირთვას და ა.შ. საბედნიეროდ ფეხმძიმობის პროგრესირებასთან ერთად ზემოთ ხსენებული სიმპტომები თანდათანობით გაქრება და ამასთანავე შესაძლებელია რომ მათ საერთოდ არ იჩინონ თავი რადგან ყველა ორსულობა, ისევე როგორც ყველა ქალი ინდივიდუალურია.

ორსულობის მეორე ტრიმესტრი

ქალთა უმრავლესობისათვის ურსულობის მეორე ტრიმესტრი – პერიოდი ფეხმძიმობის მე-13 კვირიდან 28 კვირამდე პირველთან შედარებით მსუბუქად გამოიხატება. თქვენ სავარაუდოდ შეამჩნევთ რომ სიმპტომები როგორიცაა დაღლილობა და გულისრევა თანდათანობით გაქრება, მაგრამ თავს იჩენს ახალი ცვლილებები თქვენს ორგანიზმში. თქვენი მუცელი შესამჩნევად დაიწყებს ზრდას და მეორე ტრიმესტრის ბოლოს თქვენ იგრძნობთ რომ თქვენი პატარა უკვე მოძრაობს!

ამ დროს თავს იჩენს შემდეგი სიმტომები:

ტკივილი სხეულში: ზურგის, მუცლის, საზარდულის და ბარძაყების არეში
ნაწიბურები მუცელზე, მკერდზე, ბარძაყებზე და დუნდულებზე
გამუქებული კანი ძუძუს თავებზე
შავი წერტილები სხეულზე
ქავილის შეგრძნება (მიმართეთ ექიმს თუ თქვენ გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება, მადის დაკარგვა, პირღებინება, თვალის სკლერისა და ლორწოვანი გარსის სიყვითლე ან დაღლილობა ქავილის შეგრძნებასთან ერთად. ეს სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება ღვიძლის დაზიანებაზე მიუთითებდეს)
კოჭების, თითების და სახის შესიება( იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ ორგანოების სწრაფ შესიებას ან წონის სწრაფ მატებას მიმართეთ ექიმს)

ორსულობის მესამე ტრიმესტრი

კიდევ თორმეტი კვირაც კვირა და თქვენ დედა გახდებით! ამ პერიოდში შეიძლება ისევ იგრძნოთ ის რამდენიმე სიმპტომი რაც მეორე ტრიმესტრის განმავლობაში გქონდათ. ხშირია გართულებული სუნთქვის შემთხვევები და სავარაუდოდ თქვენი სააბაზანოში ვიზიტებიც გახშირდება. ეს შედეგია იმის რომ თქვენი პატარა კიდევ უფრო დიდი გახდა და მეტ ზეწოლას ახდენს თქვენს ორგანიზმზე. რაც მთავარია სანერვიულო არაფერი გაქვთ, მას არაფერი ემუქრება და სულ მალე ეს მძიმე პერიოდიც ჩაივლის.

მესამე ტრიმესტრისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

სუნთქვის უკმარისობა
გულძმარვა
კოჭების, თითებისა და სახის შესიება( შეგახსენებთ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ ორგანოების სწრაფ შესიებას ან წონის სწრაფ მატებას)
ჰემოროიდალური კვანძების გადიდება (ბუასილი)
შერბილებული მკერდი და თეთრი, რძისმაგვარი სითხის ჟონვა ძუძუს თავებიდან
გართულებული ძილიანობა
ნაყოფის გახშირებული მოძრაობები
მშობიარობის შეტევები, რომლებიც შესაძლებელია იყოს როგორც რეალური, ისე მოჩვენებითი

მშობიარობის მოახლოებასთან ერთად საშვილოსნოს თავი გახდება უფრო თხელი და ელასტიური.ეს ნორმალური და ნატურალური პროცესია რომელიც შემდგომში გაგიადვილებთ მშობიარობას. გაიარეთ ბოლო კონსულტაციები თქვენს ექიმთან – სულ მალე ხომ მთავარი მომენტი დადგება!

ორსულობის განვითარება კვირების მიხედვით უფრო დეტალურად იხილეთ ბმულზე

ორსულობა და ჯანმრთელობა

თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნება ორსულობის პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. როგორც უკვე ავღნიშნეთ დამახასიათებელი სიმპტომები ყველა ორსულისათვის ინდივიდუალურია და მათმა პერიოდულმა გამოჩენამ არ უნდა შეგაშინოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ როდის მივმართოთ ექიმს. ფეხმძიმობა შეიძლება ზოგჯერ გართულდეს, მაგრამ შეგიძლიათ გაიადვილოთ თქვენ პატარასთან შესახვედრად საჭირო ცხრა თვიანი მოგზაურობა სწორი ინფორმაციის, კომპეტენტური პირების და კარგი იუმორის გრძნობის დახმარებით. იყავით პოზიტიური და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ფეხმძიმობის პერიოდში ვარჯიში დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი  და შემდგომში გაგიადვილებთ მშობიარობის პროცესს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ზუსტად იცოდეთ რა სახის აქტივობებია დასაშვები. ზოგადად აერობიკული ვარჯიშები, ცურვა, სეირნობა და მსგავსი სახის აქტივობები უსაფრთხოა, ასევე დასაშვებია ზოგიერთი შედარებით მძიმე დატვირთვის მქონე ვარჯიშები როგორიცაა ფეხმძიმეთათვის განკუთვნილი იოგა და პილატესი. იმ შემთხვევაში თუ მოისურვებთ დაკავდეთ რაიმე სახის სპორტული აქტივობით, პირველ რიგში ამ საკითხზე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან  და დარწმუნდით თქვენი ფიტნეს ინსტრუქტორის კვალიფიციურობაში.

უფრო ვრცლად ორსულობისას განმავლობაში ჯანმრთელობის შესახებ იხილეთ ბმულზე.

ბავშვის განვითარება

მშობიარობის შემდეგ იწყება თქვენი ცხოვრების ძალიან სასიამოვნო, მაგრამ არანაკლებ საპასუხისმგებლო პერიოდი ვიდრე განვლილი ცხრა თვე. თქვენი პატარა იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს ამიტომ უნდა იცოდეთ როგორ მიაწოდოთ საკვები სწორად, დაბანოთ, გაიგოთ რატომ ტირის, ან მიმართოთ ექიმს როცა შენიშნავთ საშიში დაავადებისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

უფრო დეტალურად ჩვილის მოვლის შესახებ იხილეთ ბმულზე

ვიმედოვნებთ რომ თქვენი ფეხმძიმობის ცხრა თვე მშიდად ჩაივლის და თქვენს ოჯახს ბედნიერებისათვის კიდევ ერთი ჯანმრთელი პატარა წევრი შეემატება.

                                                           გისურვებთ ბედნიერ ორსულობას!

ბოლოს გამოქვეყნებული

ორსულობის 42-ე კვირა

42 კვირის ორსული დაიწყო ორსულობის 42-ე კვირა,მაგრამ პატარა ჯერ კიდევარ ჩქარობს დაბადებას? მედიკოსები თვლიან რომ ეს ნერვიულობად არ ღირს. გვიანი ორსულობად ითვლება მხოლოდ 43- ე კვირა. უფრო ზუსტად მშობიარობის თარიღის დადგენისას დაშვებულ იქნა შეცდომა,რაც ხშირად Read more…

ახალშობილის დაბადება – პირველი წუთები

რას გრძნობს ახალშობილი ბავშვი? როგორ იღებს ის სამყაროს? ერთი წამით წარმოვიდგინოთ მშობიარობა  ახალშობილი ბავშვის თვალით. მთელი თავისი ,,სიცოცხლის” განმავლობაში ის იმყოფებოდა უსაფრთხო თავშესაფარში, თითქმის სიბნელეში, ხმები მას ყრუდ ჩაესმოდა, სამაგიეროდ ნათლად ესმოდა დედის თანაბარი გულიც Read more…

ორსულობა და მუცლის ტკივილი

ტკივილი მუცლის არეში ორსულობის დროს ორსულობის დროს ქალი პერიოდულად განიცდის ტკივილს ან დისკომფორტს სხეულის სხვადასხვა ადგილას. ეს დაკავშირებულიაჰორმონალურ ცვლილებებთან, მუცლის ზრდასთან, დაავადებების გაუარესებასთან, რომელიც ორსულობისპერიოდამდე ,,მიძინებული“ იყო. უწინარეს ყოვლისა დედა არის განგაშის მდგომარეობაში,როცა ტკივილი არის Read more…